Foto

CNN - ეგზიტპოლის თანახმად, დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში „ლეიბორისტები“ 410 ადგილს დაიკავებენ

დიდი ბრიტანეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში, ეგზიტპოლის მიხედვით, "ლეიბორისტულმა პარტიამ" გაიმარჯვა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

მედიის ცნობით, თემთა პალატის 650-კაციან შემადგენლობაში "ლეიბორისტები" 410 ადგილს დაიკავებენ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი კი, მათი ლიდერი კირ სტარმერი გახდება.

რაც შეეხება "კონსერვატორებს", მათი რაოდენობა 131 დეპუტატამდე შემცირდება.

დიდი ბრიტანეთის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა არჩევნებში მარცხი აღიარა და კირ სტარმერს გამარჯვება მიულოცა.

"ლეიბორისტულმა პარტიამ" მოიგო ეს საყოველთაო არჩევნები. ბევრი რამ არის სასწავლი და დასაფიქრებელი და მე ვიღებ პასუხისმგებლობას დანაკარგზე... ვწუხვარ",- აცხადებს სუნაკი.

თავის მხრივ, გამარჯვება აღნიშნა სტარმერმა. 

"ცვლილებები ახლა იწყება. კარგი შეგრძნებაა, გულწრფელი უნდა ვიყო",- თქვა მან.