უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მოსკოვში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო-პრპოაგანდისტული გამოცემა "რია ნოვოსტი" ავრცელებს.
როგორც "რია ნოვოსტი" წერს, შეხვედრის თემა უკრაინაში არსებული ვითარების მოგვარება იყო.
გამოცემის ცნობით, პუტინმა, რომელმაც ორბანი კრემლში მიიღო, თქვა, რომ მზად იყო, ორწელიწად-ნახევრიანი ომის დასასრულებლად სამშვიდობო წინადადებების "ნიუანსები" განეხილა.
შეგახსენებთ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი რუსეთს დღეს, 5 ივლისს ესტუმრა. მანამდე, ორბანი ვიზიტით იმყოფებოდა კიევში, სადაც მოლაპარაკება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press