გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მოსკოვში ვიზიტს გამოეხმაურა.
როგორც შოლცმა აღნიშნა, ორბანი მოსკოვს სტუმრობს როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრი და დასძინა, რომ "საგარეო პოლიტიკაში ევროპული საბჭოს წარმომადგენელი შარლ მიშელია".
„ვიქტორ ორბანი პუტინს სტუმრობს როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრი. საგარეო პოლიტიკაში ევროპული საბჭოს წარმომადგენელი შარლ მიშელია. ევროკავშირის პოზიცია ძალიან ნათელია, ჩვენ ვგმობთ რუსეთის აგრესიას და ომს. უკრაინას შეუძლია ჩვენი მხარდამჭერის იმედი ჰქონდეს“, - წერს შოლცი X-ზე.
ცნობისთვის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მოსკოვში დღეს ჩავიდა, სადაც ის რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press