Foto

ორბანი - კიევში ვიყავი, ახლა მოსკოვში ვარ - ომის დასრულებასთან მიახლოების მიზნით მრავალი ნაბიჯის გადადგმაა საჭირო

კიევში ვიყავი, ახლა მოსკოვში ვარ, პოზიციები შორს არის ერთმანეთისგან, ომის დასრულებასთან მიახლოების მიზნით მრავალი ნაბიჯის გადადგმაა საჭირო, - ამის შესახებ მოსკოვში ვიზიტით მყოფმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

ვიქტორ ორბანმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ გააგრძელებს მუშაობას რუსეთთან და უკრაინასთან მშვიდობის მისაღწევად.

„კიევში ვიყავი, ახლა მოსკოვში ვარ, გამოცდილებიდან მივხვდი, რომ პოზიციები ძალიან შორს არის ერთმანეთისგან. საჭიროა მრავალი ნაბიჯი, რომლებიც უნდა გადაიდგას ომის დასრულებასთან მიახლოების მიზნით, თუმცა ჩვენ გადავდგით ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი - დავამყარეთ კონტაქტი. გავაგრძელებ ამ მიმართულებით მუშაობას“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.