საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოში სწავლება "ღირსეული პარტნიორის" გაურკვეველი დროით გადადების საკითხს გამოეხმაურა.
როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, მმართველმა პარტიამ "ევროპის გზა საფრთხის ქვეშ დააყენა რუსული კანონის მიღებით, ამერიკელ პარტნიორების შეურაცხყოფით და მათ მიმართ წარმოთქმულ ბრალდებებით".
"ევროპის გზა საფრთხის ქვეშ დააყენეს რუსული კანონის მიღებით, ამერიკელ პარტნიორების შეურაცხყოფით და მათ მიმართ წარმოთქმულ ბრალდებების (მეორე ფრონტი თუ გადატრიალებისა) შედეგად ეხლა საფრხეს უქმნიან ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელსაც ეფუძნება ჩვენ თავდაცვის ძალების გაძლიერება და ნატოს სტანდარტებზე აყვანა.
ამას ეძახიან საქართველოს ინტერესებს… ამ დროს დასუსტებულ და იზოლირებულ საქართველოს უჩენენ ბევრად დიდ საფრთხეს", - წერს ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, აშშ-მა საქართველოში სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2024" განუსაზღვრელი ვადით გადადო.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press