ვიქტორ ორბანთან საკმაოდ პირდაპირი და საფუძვლიანი აზრთა გაცვლა იყო მიმდინარე საერთაშორისო საკითხებზე, მათ შორის უკრაინის კონფლიქტზე და ვისაუბრეთ მისი მოგვარების შესაძლო გზებზე, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან, ვიქტორ ორბანთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.
პუტინის თქმით, კიევის ხელისუფლება თავს უფლებას არ აძლევს, იფიქროს ცეცხლის შეწყვეტაზე, რადგან საომარი მდგომარეობის მოხსნის შემდეგ მათ მოუწევთ საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება.
„ბატონმა პრემიერ-მინისტრმა [ვიქტორ ორბანმა] წარმოადგინა, ზოგადად, ნაცნობი დასავლური თვალსაზრისი, მათ შორის უკრაინის ინტერესების თვალსაზრისით. მიუხედავად ამისა, ჩვენ მადლობელი ვართ ბატონი პრემიერ-მინისტრის მოსკოვში ვიზიტისთვის“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press