ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში რეფორმისტმა კანდიდატმა, მასუდ პეზეშკიანმა გაიმარჯვა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც BBC წერს, მეორე ტურში დათვლილი 30,5 მილიონი ხმიდან, პეზეშკიანმა 16,3 მილიონზე მეტი ხმა მიიღო, მისმა მოწინააღმდეგემ, საიდ ჯალილმა კი - 13,5 მილიონზე მეტი.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობა 49,8% იყო.
ცნობისთვის, ირანში საპრეზიდენტო არჩევნები პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის ავიაკატასტროფაში დაღუპვის გამო დაინიშნა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press