Foto

სომხეთში სომხურ-ამერიკული ერთობლივი წვრთნები გაიმართება

სომხეთში სომხურ-ამერიკული ერთობლივი წვრთნები გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

როგორც სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისთვის მზადების ფარგლებში, სწავლება სახელწოდებით – EAGLE PARTNER 2024 15-დან 24 ივლისამდე პერიოდში გაიმართება.

"სწავლებებში მონაწილეობას მიიღებენ სომხეთის შეიარაღებული ძალების მშვიდობისმყოფელ ბრიგადაში მომსახურე ჯარისკაცები, ასევე ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სახმელეთო ძალების წარმომადგენლები და კანზასის ეროვნული გვარდია", - აცხადებენ სომხეთის თავდაცვის სამინისტროში.