Foto

ფიცო - მინდა, გამოვხატო ჩემი აღტაცება ვიქტორ ორბანის მიმართ, რომ კიევსა და მოსკოვში უყოყმანოდ წავიდა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის კიევსა და მოსკოვში ვიზიტს გამოეხმაურა.

როგორც ფიცომ აღნიშნა, ის აღტაცეუბლია ორბანის ვიზიტებით და "ჯანმრთელობის მდგომარეობას, რომ ხელი შეეწყო, სიამოვნებით შეუერთდებოდა ვიზიტებს".

"მინდა, გამოვხატო ჩემი აღტაცება უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მიმართ, რომ უყოყმანოდ წავიდა კიევსა და მოსკოვში, ჯანმრთელობის მდგომარეობას რომ ხელი შეეწყო, მეც სიამოვნებით შევუერთდებოდი“, - განაცხადა ფიცომ.