Foto

ჩინეთის ერთ-ერთ ქალაქში ტორნადოს შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა - არიან დაშავებულებიც

აღმოსავლეთ ჩინეთის ერთ-ერთ ქალაქში ტორნადოს შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და 100-მდე დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც დონგმინგის ოლქის საგანგებო სიტუაციების მართვის ბიუროში აცხადებენ, ტორნადო ძლიერმა კონვექციურმა ამინდმა გამოიწვია.

ადგილობრივმა მთავრობამ სამეთაურო ცენტრი შექმნა და სასწრაფო რეაგირების ოპერაციები დაიწყო, სასწრაფო დახმარების სამსახურები, სტიქიის შემდგომ გაწმენდით სამუშაოებს ატარებენ.