Foto

იენს სტოლტენბერგი - მარკ რუტე ნატოს შესანიშნავი გენერალური მდივანი იქნება

მარკ რუტე იქნება ნატოს შესანიშნავი გენერალური მდივანი,- ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მოქმედმა ხელმძღვანელმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

როგორც სტოლტენბერგმა მედიასთან ინტერვიუში თქვა, რუტე მოვალეობებს თავს კარგად გაართმევს. 

"მარკ რუტე იქნება ნატოს შესანიშნავი გენერალური მდივანი. მე მას მრავალი წელია ვიცნობ. მთელი ამ წლების განმავლობაში ის კონსენსუსის მიღწევისადმი თავის შესაძლებლობას აჩვენებდა",- ამბობს ნატოს გენერალური მდივანი.

შეგახსენებთ, 26 ივნისს ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ ნატოს გენერალურ მდივნად ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის, მარკ რუტეს დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო. რუტე ალიანსის გენერალური მდივნის უფლებამოსილების შესრულებას 1-ელი ოქტომბრიდან შეუდგება.