Foto

ჯო ბაიდენი - მე ვარ ის, ვინც პუტინი შეაჩერა

მე ვარ ის, ვინც პუტინი შეაჩერა,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ABC News-ის ჟურნალისტთან, ჯორჯ სტეფანოპულოსთან ექსკლუზიურ ინტერვიუში, ვისკონსინში განაცხადა.

როგორც ბაიდენმა აღნიშნა, მის მიღწევებს შორის ასევე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაერთიანებაცაა.

"მე ვარ ის, ვინც ნატო გააერთიანა. არავის ეგონა, რომ მის გაერთიანებას შევძლებდი; მე ვარ ის, ვინც პუტინი შეაჩერა. არავის ეგონა, რომ ეს მოხდებოდა; მე ვარ ის, რომელმაც შექმნა სამხრეთ წყნარი ოკეანის ინიციატივა AUKUS-თან; მე ვარ ის, ვინც გააერთიანა 50 ერი - არა მხოლოდ ევროპაში, ევროპის გარეთაც, უკრაინის დასახმარებლად... და ვინ შეძლებს ნატოს ჩემსავით გაერთიანებას?... ვინ გააკეთებს ამას? ვის აქვს ეს მიღწევა? ვინ იცის ეს ყველაფერი?" - თქვა ბაიდენმა ინტერვიუს დროს.