Foto

აშკარაა, რომ თანამედროვე სამყაროში დემოკრატია კარგ მდგომარეობაში არ არის - რომის პაპი

აშკარაა, რომ თანამედროვე სამყაროში დემოკრატია, პირდაპირ რომ ვთქვათ, კარგ მდგომარეობაში არ არის,- ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ იტალიის ქალაქ ტრიესტში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

რომის კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლის თქმით, ეს მდგომარეობა შემაშფოთებელია. 

"აშკარაა, რომ თანამედროვე სამყაროში დემოკრატია, პირდაპირ რომ ვთქვათ, კარგ მდგომარეობაში არ არის. ეს გვაშფოთებს და გვაღელვებს, რადგან ფსონზე დევს კაცობრიობის კეთილდღეობა და არაფერი ადამიანური ჩვენთვის უცხო არ შეიძლება იყოს",- თქვა ფრანცისკემ.