Foto

უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში რუსული „სუ-25“ ჩამოაგდეს

უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში რუსული "სუ-25"-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფება "ხორტიცას" განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

"პოკროვსკის მიმართულებით ჩვენმა უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს რუსული "სუ-25"-ის თვითმფრინავი, რომელიც ისროდა თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების პოზიციებზე. ახლა ის იწვის უკრაინის დონბასის სტეპებში",- აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც Telegram-ზე გავრცელდა.