Foto

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი მოსკოვში გაემგზავრა

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით რუსეთში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას ინდური მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, პრემიერი ვიზიტის ფარგლებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ლიდერები "ორმხრივი ინტერესის თანამედროვე რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე გაცვლიან მოსაზრებებს".