რა ჯანდაბაში გვინდა ჩვენი სტაბილური პორტი ჩინელების ხელში - ჩამოგვისახლებენ ჩინელებს ანაკლიაში, ყაზახებს რუსთავში და ქართველების ადგილი აქ აღარ იქნება. ვერ მოესწრებიან, ნურას უკაცრავად, ცივი წყალი დალიოს ყველამ, ვინც ეს მოინდომა,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.
სააკაშვილის თქმით, "დღეს საქართველოში ადამიანი, როგორც ცენტრი, დაკარგულია".
"აი, ანაკლიაში ლაზიკის პორტი ჩვენ გვქონდა გათვლილი იმისთვის, რომ მთელი სამეგრელო დაგვესაქმებინა მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებზე. ამათ გადაწყვიტეს, ჩინელები შემოიყვანონ და ჩინელებმა ჩაანაცვლონ ქართველები. რა ჯანდაბაში გვინდა ჩვენი სტაბილური პორტი ჩინელების ხელში. გარდა საფრთხისა, უბედურებისა, სიღარიბისა, რა მოაქვს ამას, ისევე, როგორც ეკონომიკური ზონა რუსთავში, რომელიც შევქმენით იმისთვის, რომ 60 000 ადამიანი დავასაქმეთ, ახლა ყაზახებს გადასცეს მთლიანად. ე.ი. ქართველი ადამიანი არ არის დაცული თავის ქვეყანაში, არავინ აღარ არის თავისი ბედის და ქვეყნის ბატონ-პატრონი. ჩვენ უნდა დავუბრუნოთ საქართველო ისევ საქართველოს მოქალაქეებს, ისევ ქართველებს... ასე თუ გაგრძელდა, საქართველო მთლიანად დაიცლება ქართველებისგან. ჩამოგვისახლებენ ჩინელებს ანაკლიაში, ყაზახებს რუსთავში და ქართველების ადგილი აქ აღარ იქნება. ვერ მოესწრებიან, ნურას უკაცრავად, ცივი წყალი დალიოს ყველამ, ვინც ეს მოინდომა",- განაცხადა სააკაშვილმა.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press