საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსების მიერ კიევში განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმებს გამოეხმაურა.
როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, მომხდარი ნათლად ასახავს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის სასტიკ მეთოდებს და ტრაგიკულ შედეგებს.
"მკაცრად ვგმობთ დღევანდელ სარაკეტო თავდასხმებს უკრაინის ქალაქებზე, მათ შორის კიევში, ბავშვთა საავადმყოფოზე. ეს კიდევ ერთხელ ნათლად ასახავს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის სასტიკ მეთოდებს და ტრაგიკულ შედეგებს", - წერს ზურაბიშვილი X-ზე.
ცნობისთვის, დღეს, 8 ივლისს რუსებმა კიევზე მასიური შეტევა განახორციელეს. ქალაქის რამდენიმე რაიონთან ერთად, ბავშვთა საავადმყოფო - "ოხმადტიტიც" დაიბომბა.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press