Foto

ზელენსკი - ვიქტორ ორბანი არ არის საკმარისად გავლენიანი, რომ უკრაინა-რუსეთს შორის შუამავლის როლი შეასრულოს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი არ არის საკმარისად გავლენიანი, რომ უკრაინა-რუსეთს შორის შუამავლის როლი შეასრულოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

როგორც ზელენსკის აღნიშნავს, შუამავლები შეიძლება ,მხოლოდ ისეთ მოთამაშეები იყვნენ, როგორებიც არიან ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი ან ევროკავშირი.

„არ ვიცოდი, რომ მოსკოვში მიდიოდა. ეს მისი დამოუკიდებელი არჩევანია. რაც შეეხება იმას, შეიძლება თუ არა ის იყოს შუამავალი. რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავლობა არ არსებობს. მხოლოდ სერიოზული, ძლიერი მოკავშირეები შეიძლება, იყვნენ შუამავლები“, - განაცხადა ზელენსკიმ.