საპრეზიდენტო რბოლას არ გამოვეთიშები, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის წერილშია ნათქვამი, რომელიც კონგრესში დემოკრატებმა მიიღეს.
წერილში ბაიდენი აღნიშნავს, რომ, პრესაში გავრცელებული სპეკულაციების მიუხედავად, მტკიცედ არის მოწოდებული, ამ რბოლაში დარჩეს და დაამარცხოს დონალდ ტრამპი.
„არ მივიღებდი მონაწილეობას, რომ არ მჯეროდეს, 2024 წელს დონალდ ტრამპის დამარცხებისთვის საუკეთესო ადამიანი ვიყავი. ერთი დავალება გვაქვს, დავამარცხოთ დონალდ ტრამპი. დემოკრატიული პარტიის ყრილობამდე დარჩენილია 42 დღე, საყოველთაო არჩევნებამდე – 119. სამომავლო ამოცანის შესახებ სიცხადის ნაკლებობა მხოლოდ ტრამპს ეხმარება“, - ნათქვამია ჯო ბაიდენის წერილში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press