სამწუხაროდ, ამ დროისთვის, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
როგორც ჰერჩინსკიმ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ევროკავშირის ლიდერებისთვის საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების "განზრახვები" გაუგებარია.
"27 ივნისს, ზუსტად ათი დღის წინ, ევროკავშირის ლიდერებმა - ევროკავშირის ქვეყნების პრეზიდენტებმა და პრემიერ-მინისტრებმა ბრიუსელში მიიღეს რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. მათ შეათანხმეს ევროკავშირის მომავალი სტრატეგიული დღის წესრიგი; შეთანხმდნენ მომავალში ევროკავშირის ლიდერების ვინაობის შესახებ; მათ ასევე დაადასტურეს ჩვენი მტკიცე ვალდებულება უკრაინის დაცვის მიმართ. ჩემთვის ძალიან სამწუხაროა იმის თქმა, რომ ისინი ასევე შეთანხმდნენ, შეაჩერონ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ეს ნათლად არის ნათქვამი ევროპის საბჭოს დასკვნებში. გთხოვთ, წაიკითხოთ ისინი ძალიან ყურადღებით, მხოლოდ რამდენიმე პუნქტია.
ევროკავშირის ლიდერებისთვის გაუგებარია, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების განზრახვები. კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ აშკარად უკან ხევს 9 საფეხურს და ასევე ანტიდასავლური, ანტიევროპული რიტორიკა სრულიად შეუთავსებელია ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებულ მიზანთან. ასე რომ, სამწუხაროდ, ამ დროისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია. ეს მართლაც სამწუხარო და გულდასაწყვეტია, რადგან ამავდროულად, ჩვენ სწრაფად მივიწევთ წინ სხვა კანდიდატ ქვეყნებთან",- აცხადებს პაველ ჰერჩინსკი.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press