კრემლი კიევზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება. როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რუსეთი სამოქალაქო ობიექტებს თავს არ ესხმის.
მისივე თქმით, თავდასხმა უკრაინული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემით განხორციელდა და არა - რუსულით.
"ჩვენ არ ვახორციელებთ თავდასხმას სამოქალაქო ობიექტებზე. თავდასხმა ხორციელდება კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, სამხედრო ობიექტებზე, რომლებიც ამა თუ იმ გზით კავშირშია კიევის რეჟიმის სამხედრო პოტენციალთან",- აცხადებს პესკოვი.
შეგახსენებთ, რუსეთმა კიევზე თავდასხმა გუშინ, 8 ივლისს განახორციელა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, იერიშის შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა და 117 დაშავდა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press