რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის (СВР) მტკიცებით, ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში ხელისუფლების შეცვლა სურს.
СВР აღნიშნულთან დაკავშირებით აქვეყნებს განცხადებას, რომელშიც ასევე ნათქვამია, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში "ქართული ოცნების" "დისკრედიტაციისთვის მასშტაბური საინფორმაციო კამპანია უკვე შემუშავებულია".
"რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის პრესბიურო იტყობინება, რომ СВР-ში შემოსული მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ ვაშინგტონს გადაწყვეტილი აქვს, მიაღწიოს საქართველოში ხელისუფლების ცვლილებას 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემდეგ. ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში შემუშავებულია მასშტაბური საინფორმაციო კამპანია მმართველი პარტია "ქართული ოცნების" დისკრედიტაციისთვის",- აღნიშნულია საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებაში.
ამავე განცხადების თანახმად, "ანტისამთავრობო განწყობების გამწვავებაში" მთავარი როლი საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უნდა შეასრულოს.
"ანტისამთავრობო განწყობის გამწვავებაში გადამწყვეტი როლი უნდა ითამაშოს საქართველოს პრეზიდენტმა, ს. ზურაბიშვილმა. როგორც "ვაშინგტონელმა რეჟისორებმა" ჩაიფიქრეს, სახელმწიფოს მეთაური ინტერვიუს მისცემს ერთ-ერთ ამერიკულ მედიას, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას დაადანაშაულებს თბილისის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესის დეგრადაციაში, გააფრთხილებს "ფართო საზოგადოებას" "მოსკოვთან დაახლოების კატასტროფულ შედეგებსა" და რუსეთიდან გადაბარგებულთა მიერ საქართველოსთვის მიყენებულ ზიანზე. ამავდროულად, ვაშინგტონი, ზურაბიშვილის მეშვეობით, აპირებს ამომრჩევლები "ოპოზიციის მხრიდან "ქართული ოცნებისთვის" გარკვეული პოლიტიკური სიურპრიზისთვის" მოამზადოს, რაც საბოლოო ჯამში, შესაძლოა, მორიგი "ფერადი რევოლუცია" აღმოჩნდეს",- აღნიშნულია განცხადებაში.
СВР-ის მტკიცებით, ამერიკელმა "კურატორებმა" საქართველოში ოპოზიციურ ძალებს უკვე მისცეს ბრძანება, ქვეყანაში არჩევნების დროისთვის საპროტესტო აქციების დაგეგმვა დაიწყონ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press