Foto

ინდოეთის პრემიერი - უკრაინაში უდანაშაულო ბავშვების სიკვდილი მტკივნეული და შემზარავია

იქნება ეს ომი, კონფლიქტი თუ ტერორისტული თავდასხმა, ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც სჯერა ადამიანობის, გული შესტკივა, როდესაც ასეთ დანაკარგს ხედავს, - ამის შესახებ ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინაში უდანაშაულო ბავშვების სიკვდილი მტკივნეული და შემზარავია.

„იქნება ეს ომი, კონფლიქტი თუ ტერორისტული თავდასხმა, ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც სჯერა ადამიანობის, გული შესაცტკივა, როდესაც ასეთ დანაკარგს ხედავს. შემზარავია, როდესაც უყურებ, რომ უდანაშაულო ბავშვებს კლავენ“,- განაცხადა მოდიმ.