თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვაშინგტონში, ნატოს სამიტზე გაფრენამდე მოკავშირეები გააფრთხილა, არ გადადგან ისეთი ნაბიჯები, რომლებმაც შესაძლოა, ალიანსი უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაითრიოს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
ერდოღანის თქმით, ოფიციალური ანკარა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას უჭერს მხარს და ამ პრინციპის ერთგულია.
„უკრაინის მხარდასაჭერად გადასადგმელი ნაბიჯების შემუშავებისას ვინარჩუნებთ ჩვენს პრინციპულ პოზიციას, რომ არ გავხადოთ ნატო ომის მხარე“, - განაცხადა ერდოღანმა ვაშინგტონში, ნატოს სამიტზე გაფრენამდე ანკარის აეროპორტში.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press