მოსკოვის ბასმანის სასამართლომ დაღუპული რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ცოლს და უფლებადამცველი ორგანიზაციის Human Rights Foundation-ის ხელმძღვანელ იულია ნავალნაიას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.
მოსკოვის სასამართლოების პრესსამსახურის ცნობით, იულია ნავალნაიას ბრალად "ექსტრემისტულ გაერთიანებაში მონაწილეობა" ედება და მასზე ძებნაა გამოცხადებული.
"ნავალნაიას ბრალი წაუყენეს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 282.1 მუხლის მე-2 ნაწილით (ექსტრემისტულ გაერთიანებაში მონაწილეობა). იულია ნავალნაია წინასწარი გამოძიების ორგანოებს მიემალა და ამიტომ ძებნილთა სიაშია. სასამართლომ დააკმაყოფილა გამოძიების მოთხოვნა და მიუსაჯა აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა", - აცხადებენ სასამართლოში.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press