ლიეტუვის მთავრობამ კიევში რუსეთის მიერ დაბომბილი ბავშვთა საავადმყოფოს აღსადგენად მილიონი ევროს გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი ინგრიდა შიმონიტე სოციალურ ქსელ X-ზე ავრცელებს.
როგორც ლიეტუვის პრემიერი აღნიშნავს, ტერორისტული სახელმწიფოს შეჩერების ერთადერთი გზა უკრაინის გამარჯვების მხარდაჭერის გაზრდაა.
"ლიეტუვის მთავრობამ ახლახან 1 მილიონი ევრო გამოყო კიევში ბავშვთა საავადმყოფოს ოხმატდიტ-ის და სხვა სამედიცინო ობიექტების აღსადგენად, რომელიც რუსეთმა ასე გამიზნულად, ვერაგულად გაანადგურა. ტერორისტული სახელმწიფოს შეჩერების ერთადერთი გზა უკრაინის გამარჯვების მხარდაჭერის გაზრდაა. უკრაინის აღდგენის ერთადერთი სამართლიანი საშუალება აგრესორის მიერ საფასურის გადახდაა", - წერს შიმონიტე.
შეგახსენებთ, რუსეთმა კიევში მდებარე ბავშვთა საავადმყოფოზე იერიში 8 ივლისს მიიტანა, მომხდარის შედეგად დაიღუპა ათობით პირი და დაშავდა 100 ზე მეტი.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press