საიუბილეო სამიტზე იქნება მიღებული მნიშვნელოვანი სამომავლო გადაწყვეტილებები შეკავებასა და თავდაცვის საკითხებზე, უკრაინაზე, პარტნიორობის გაფართოებაზე, განსაკუთრებით აზია-წყნარი ოკეანეთის რეგიონში, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
სტოლტენბერგის თქმით, უკრაინასთან დაკავშირებით არის მოლოდინი, რომ მოკავშირეები შეთანხმდებიან არსებით პაკეტზე, რომელიც მოიცავს ხუთ ელემენტს, რომელიც უკრაინის წევრობისთვის ძლიერ ხიდს წარმოადგენს.
"უკრაინასთან დაკავშირებით ველოდებით, რომ მოკავშირეები შეთანხმდებიან არსებით პაკეტზე, რომელიც მოიცავს ხუთ ელემენტს: ნატო-ს განკარგულება უკრაინაზე უსაფრთხოების და წვრთნების უზრუნველყოფისთვის, გრძელვადიანი დაპირება უკრაინისთვის ჩვენი დახმარების გაგრძელებაზე, ახალი განცხადებები სამხედრო დამხარებაზე, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემაზე, ასევე ნატო-ს წევრებსა და უკრაინას შორის ორმხრივი უსაფრთხოების ხელშეკრულებები. ყველა ეს ნაბიჯი წარმოადგენს ძლიერ ხიდს უკრაინის წევრობისთვის", - განაცხადა სტოლტენბერგმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press