მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს აქვს ცალსახა საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები. ერთ-ერთი მთავარი, ეს არის ჩვენი ნატოში ინტეგრაცია და სწრფვა ამ ოჯახში გაწევრიანებისკენ, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ნატოს ვაშინგტონის სამიტის შეფასებისას განაცხადა.
დარჩიაშვილის თქმით, საქართველო, პარტნიორებთან ერთად, ამ მიმართულებით თანმიმდევრულად მუშაობს.
"როგორც მოსალოდნელი იყო, სამიტის მთავარი ხაზი კვლავ გადის უკრაინაზე, უკრაინისთვის სოლიდარობის გამოხატვაზე. გუშინდელი დღეც ამ თემატიკით მეტად იყო დატვირთული, რადგან უკრაინას სჭირდება ძლიერი მხარდაჭერა და სოლიდარობა. სწორედ საიუბილეო სამიტი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ აშშ-მა და პარტნიორებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირონ ძლიერი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და მეორე მხრივ ეძებონ დამატებითი მექანიზმები, რომლებიც გააძლიერებენ უკრაინას, იმისთვის, რომ ქვეყანამ დაიცვას საკუთარი თავი. ეს არის სამიტის მთავარი თემა", - განაცხადა დარჩიშვილმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press