Foto

მოვუწოდებთ რუსეთს, მოლდოვიდან და საქართველოდან თავისი ძალები გაიყვანოს - ნატოს ვაშინგტონის სამიტის დეკლარაცია

ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები მოლდოვის რესპუბლიკიდან და საქართველოდან, რომლებიც იქ განლაგებულია მათი თანხმობის გარეშე,- ამის შესახებ ნათქვამია ნატოს ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციაში.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთს ეკისრება ერთპიროვნული პასუხისმგებლობა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომზე, რაც საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაეროს წესდების აშკარა დარღვევაა.

"რუსეთი არის პასუხისმგებელი ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიკვდილზე. ჩვენ მაქსიმალურად მკაცრად ვგმობთ რუსეთის საზარელ თავდასხმებს უკრაინელ ხალხზე, მათ შორის საავადმყოფოებზე, 8 ივლისს. რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს ეს ომი და მთლიანად და უპირობოდ გაიყვანოს მთელი თავისი ძალები უკრაინიდან გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციების შესაბამისად.

ჩვენ არასდროს ვაღიარებთ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის, მათ შორის ყირიმის უკანონო ანექსიას. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები მოლდოვის რესპუბლიკიდან და საქართველოდან, რომლებიც იქ განლაგებულია მათი თანხმობის გარეშე",- აღნიშნულია დეკლარაციაში.