დემოკრატიული და ინსტიტუციური განვითარებით უკვე წლებია, ნატოს წევრ ბევრ ქვეყანას ვუსწრებთ,- ამის შესახებ საქარველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
პაპუაშვილის განცხადებით, ნატოს "მტკიცე მხარდაჭერის მისიაში", 2015-2021 წლებში, საქართველო, ნატოს არაწევრი ქვეყნებიდან, ყველაზე დიდი კონტინგენტით მონაწილეობდა.
"ცრუ ბრალდებების და დეზინფორმაციის ნიაღვარში უნდა გვახსოვდეს, რა არის სიმართლე. "ქართული ოცნების" ხელისუფლების გადაწყვეტილებით ავღანეთში ნატოს "მტკიცე მხარდაჭერის მისიაში", 2015-2021 წლებში, საქართველო, ნატოს არაწევრი ქვეყნებიდან, ყველაზე დიდი კონტინგენტით მონაწილეობდა; თავად ნატოს წევრებთან შედარებით კი, მეოთხე ვიყავით აშშ-ს, გერმანიის და იტალიის შემდეგ.
აღარაფერს ვიტყვი იმაზე, თუ ვინ რა სირთულის დავალებებს ასრულებდა. ჩვენი გმირი ჯარისკაცების ისტორიები და გაღებული მსხვერპლი ყველამ ვიცით და ყველას გვახსოვს. ცალკე ისტორიაა, თუ რა როლი შეასრულა საქართველომ 2021 წელს ავღანეთიდან ნატოს ჯარების სწრაფი გამოსვლის უზრუნველყოფაში.
ისიც კარგად გვახსოვდეს, რომ დემოკრატიული და ინსტიტუციური განვითარებით უკვე წლებია, ვუსწრებთ ნატოს წევრ ბევრ ქვეყანას",- წერს პაპუაშვილი "ფეისბუქის" გვერდზე.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press