მარტო ჰომოსექსუალიზმი არ არის პრობლემა. პრობლემაა ოჯახში ცოლს რომ ღალატობს ადამიანი, გამართობელი თამაშობები, მემთვრალეობა, ეს ყველაფერი პრობლემაა ეკლესიისთვის და მათ შორის ის თემებიც, რითიც მანიპულირება ხდება, რომ დასავლეთის დადანაშაულება მოხდეს, - ამის შესახებ ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა, საბა ინწკირველმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეკლესია ვერასდროს დათანხმდება იმას, რომ რანაირიც არ უნდა იყოს ადამიანი, რანაირი ცხოვრების არჩევანიც არ უნდა ჰქონდეს, ის ჩაქოლო, მოკლა, გაანადგურო და არ ჰქონდეს მას უფლება, რომ იცხოვროს.
"მარტო ჰომოსექსუალიზმი არ არის პრობლემა. პრობლემაა ოჯახში ცოლს რომ ღალატობს ადამიანი, გამართობელი თამაშობები, მემთვრალეობა, ეს ყველაფერი პრობლემაა ეკლესიისთვის და მათ შორის ის თემებიც, რითიც მანიპულირება ხდება, რომ დასავლეთის დადანაშაულება მოხდეს. დასავლეთი არ იყო ჩვენთან და რუსეთში ვიყავით, მაგრამ არ იყო ასეთი ხალხი? საბჭოთა კავშირში ჰომოსექსუალებს კაგებე იჭერდა და აგზავნიდნენ შპიონებად სხვადასხვა დაწესებულებაში, მათ შორის რელიგიურ ორგანიზაციებში და იყენებდნენ იმისთვის, რომ ჰყოლოდათ"დავერბოვკებული" ადამიანები - უარესი უზნეობა იყო. უზნეობას როცა ვამბობთ ჩვენ, უზნეობა ყოველთვის იყო და დასავლეთში ყველაფერი კარგი არ არის. ეკლესია ბევრ რაღაცას ვერ დათანხმდება ვერასდროს, მაგრამ ეკლესია ვერც იმას დათანხმდება, რანაირიც არ უნდა იყოს ადამიანი, რანაირი ცხოვრების არჩევანიც არ უნდა ჰქონდეს, ის ჩაქოლო, მოკლა, გაანადგურო და არ ჰქონდეს მას უფლება, რომ იცხოვროს", - განაცხადა ეპისკოპოსმა.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press