Foto

სლოვაკეთის პრემიერი - უკრაინის ნატოში გაწევრიანება მესამე მსოფლიო ომის გარანტიაა

უკრაინის ნატოში გაწევრიანება გლობალურ კონფლიქტს გამოიწვევს, - ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა.

როგორც ფიცომ აღნიშნა, უკრაინის ნატოში გაწევრიანება მესამე მსოფლიო ომის გარანტიაა.

„მე მესმის უკრაინის სურვილები, ის სუვერენული ქვეყანაა, მაგრამ უკრაინის ნატოში გაწევრიანება მხოლოდ მესამე მსოფლიო ომის გარანტია არის“, - განაცხადა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა.