არანაირი თანხა საქართველოს ბიუჯეტში საფრანგეთის ბიუჯეტიდან არ შედის,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, დახმარების შეჩერებასთან დაკავშირებით საქართველოში საფრანგეთის ელჩის განცხადება "სიმართლეს არ შეესაბამება".
"სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რაზე იყო საუბარი. ამიტომ, ცოტა გაუგებარი იყო...
არ შეესაბამება სიმართლეს. არანაირი თანხა საქართველოს ბიუჯეტში საფრანგეთის ბიუჯეტიდან არ შედის, პირდაპირი საბიუჯეტო დაფინანსება საფრანგეთიდან არ არსებობს",- ამბობს პაპუაშვილი.
შეგახსენებთ, საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, შერაზ გასრიმ განაცხადა, რომ საფრანგეთმა საქართველოს ბიუჯეტში პირდაპირი დახმარების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.
მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ყურადღება &b...
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
Mana press