პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "დაგროვებითი პენსიის" შესახებ კანონში ცვლილებას ხელი არ მოაწერა.
როგორც პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, ცვლილების თაობაზე პაკეტს ხელს თვითონ მოაწერს.
"საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, ჩვენ მივიღეთ პაკეტი "დაგროვებითი პენსიის" შესახებ კანონში ცვლილების თაობაზე. ამასთან დაკავშირებით, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილისგან მოგვივიდა წერილი, რომ ის არც ხელს აწერს კანონს და არც მოტივირებული შენიშვნებით აბრუნებს მას, ანუ ვეტო არ არის.
იმის გათვალისწინებით, რაც ჩვენ ვიხილეთ წინა ვეტოებთან დაკავშირებით, რომ არგუმენტად "იმიტომ" იყო მოყვანილი, როგორც ჩანს, ამჯერად "იმიტომ" არგუმენტით არ სურდა ქალბატონ სალომეს საპარლამენტო მდივანს პარლამენტში მოსვლა და ამიტომ, ხელი არ მოაწერა მას. აქედან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მე მოვაწერ ამ კანონს დღეს ხელს",- თქვა პაპუაშვილმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press