"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ მოადგილეებად გენერალი ზაზა გოგავა და ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე იგორ ნარმანია დაასახელა.
როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, 26 ოქტომბრის არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვება არის ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი შანსი.
"26 ოქტომბრის არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვება არის ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი შანსი. მჯერა ერთიანობით, საერთო ძალისხმევით, გუნდურობით გაიმარჯვებს ჩვენი ქვეყანა და გადარჩება ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური არჩევანი. არჩევნებამდე დარჩა 106 დღე, შეუძლებელი უნდა შევძლოთ, უნდა ვიმუშაოთ 24 საათიან რეჟიმში, რათა გვქონეს ყველაზე ეფექტური კამპანია, ყველაზე გამართული ორგანიზაციული სტრუქტურა ამ არჩევნებისთვის, რომელსაც აქვს გადამწყვეტი როლი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ევროატლანტიკური მომავლისათვის.
მოხარული ვარ, რომ ამ უაღრესად საპასუხისმგებლო საქმეს ჩემთან ერთად გაუძღვება ზაზა გოგავა, როგორც ჩემს მიერ დანიშნული მოადგილე. ამასთანავე მივიღე გადაწყვეტილება, მოადგილის როლში იყოს „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე იგორ ნარმანია. ეს არის ინსტიტუციური გადაწყვეტილება, რომელიც ემსახურება პარტიის მაქსიმალურად გახსნას ახალგაზრდებისთვის", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press