"საქართველოს ფოსტის" მიერ გამოცემული საფოსტო მარკა "ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი“ ენგურჰესის ტურისტულ ატრაქციაზე გაიყიდება. ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს ფოსტა“ ავრცელებს.
"საქართველოს ფოსტის“ ცნობით, მიმდინარე წლის 11 ივლისს, "საქართველოს ფოსტის" გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე ეწვია ენგურჰესს, სადაც მას უმასპინძლა ატრაქციის გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ.
"ატრაქციის დათვალიერების შემდეგ, ლევან ჩიკვაიძემ, სიმბოლური საჩუქარი, საფოსტო მარკა, გადასცა მასპინძელ მხარეს.
მოგახსენებთ, რომ საფოსტო მარკა ხელმისაწვდომია "საქართველოს ფოსტის" 80 სერვისცენტრში საქართველოს მასშტაბით და ახლა უკვე ენგურჰესის ტურისტულ ატრაქციაზე. მარკის ავტორია გიორგი მამულაშვილი, ხოლო, საფოსტო მარკის ტირაჟია 50 000 ერთეული”, - აღნიშნულია "საქართველოს ფოსტის“ ინფორმაციაში.
ქართველი ლიტერატურათმცოდნე, მწერალი, ესეისტი, &...
16 მაისამდე საქართველოში სეტყვა და ქარია მოსალო...
ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქ...
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამა...
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართვ...
Mana press