ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა თანამდებობა დატოვა, რათა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უფროსის თანამდებობა დაიკავოს. ამის შესახებ ორშაბათს, პრეზიდენტის ოფისმა განაცხადა, როგორც ამას უცხოური გამოცემა Reuters-ი იტყობინება.
Reuters-ის ცნობით, კალასმა 2019 და 2023 წლებში საყოველთაო არჩევნებში გაიმარჯვა და 2021 წლიდან მთავრობის სათავეში იდგა.
“ის დარჩება ესტონეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად, იქამდე, ვიდრე აგვისტოს დასაწყისში შემდეგი მთავრობა არ დამტკიცდება. “რეფორმის პარტია“ კი მინისტრის კანდიდატად კრისტენ მიხალის აირჩევს, რომ შემდეგ ის გახდეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press