პარტიის მიერ დასმულმა მერმა, რომლის არჩევისთვის ადამიანები აშანტაჟეს, ემუქრებოდნენ და გაიტაცეს კიდევაც, პარტის დავალებით ქალაქი მიატოვა და გაიქცა,- ასე ეხმაურება ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე ქუთაისის მერის, იოსებ ხახალეიშვილის მიერ თანამდებობის დატოვებას.
დეკანოიძის თქმით, ქუთაისში “ქართულ ოცნებას“ მძიმე მდგომარეობა აქვს - "ქალაქი მთლიანად ოპოზიციურია".
“პარტიის მიერ დასმულმა მერმა, რომლის არჩევისთვის ადამიანები აშანტაჟეს, ემუქრებოდნენ და გაიტაცეს კიდევაც - ქალაქი მიატოვა და გაიქცა, ასევე პარტიის დავალებით.
ქუთაისში მძიმე მდგომარეობა აქვთ "ქოცებს", ქალაქი მთლიანად ოპოზიციურია. ვერ უშველის უსაქმური, ბოუჯეტის ხარჯზე მყოფი პარაზიტების გაგდება“,- წერს დეკანოიძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, დღეს, 15 ივლისს ქუთაისის მერმა, იოსებ ხახალეიშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press