პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ 18 ივლისის 12:00 საათიდან რიგგარეშე სესიის მოწვევასთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავს.
როგორც პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტს ექნება მცდელობა, საკანონმდებლო ორგანოს "მუშაობაში ხელი შეუშალოს", სხდომას პარლამენტის თავმჯდომარე თავად ჩანიშნავს.
„დღეს, ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ, მე მივმართავ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, 18 ივლისის 12:00 საათიდან რიგგარეშე სესიის მოწვევასთან დაკავშირებით. მას 48 საათი აქვს იმისთვის, რომ დადებითი პასუხი მივიღოთ. იმ შემთხვევაში თუ იქნება მცდელობა, რომ ქალბატონმა სალომემ პარლამენტს მუშაობაში ხელი შეუშალოს, უკვე დღეიდან 48 საათის გასვლის შემდეგ, მე ჩავნიშნავ ამ სხდომას. ასე რომ, 18 ივლისს, ყველა შემთხვევაში გვექნება პლენარული სხდომა",- თქვა პაპუაშვილმა.
მისივე განცხადებით, ხუთშაბათს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი გენერალური პროკურორობის კანდიდატს მოუსმენს და იმავე დღეს, რიგგარეშე სესიის სხდომაზე საკითხი კენჭისყრაზე დადგება.
პარასკევს, კომიტეტი „ამნისტიის შესახებ" კანონპროექტს განიხილავს და შესაბამისად, პარასკევსვე, რიგგარეშე სხდომაზე აღნიშნული პროექტის განხილვა და კენჭისყრა მოხდება.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press