ფლორიდის მოსამართლემ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საიდუმლო დოკუმენტების უკანონო შენახვის საქმის წარმოება შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მოსამართლე აილინ ქენონმა განაცხადა, რომ სპეციალური პროკურორი ჯეკ სმიტი, რომელიც ბრალდების მხარეს წარმოადგენდა, უკანონოდ იყო დანიშნული ამ თანამდებობაზე და მას არ ჰქონდა უფლებამოსილება, საქმე აღეძრა.
აღნიშნულ საქმეზე დონალდ ტრამპს ბრალი 40 მუხლით ჰქონდა წაყენებული.
შეგახსენებთ, წაყენებული ბრალდების მიხედვით, თეთრი სახლის დატოვების შემდეგ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საიდუმლო სამთავრობო დოკუმენტებს ინახავდა და ხელს უშლიდა გამოძიებას.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press