ომანის დედაქალაქ მუსკატის ერთ-ერთ მეჩეთთან სროლის დროს, სულ მცირე, 4 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
როგორც მედია წერს, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა რა გახდა სროლის მოტივი, ამ დროისთვის უცნობია.
„ომანის სამეფო პოლიციამ უკვე მოახდინა რეაგირება ინციდენტზე, რომლის დროსაც რაიონ ალ-ვადი ალ-ქაბირში მდებარე მეჩეთთან სროლა მოხდა“, - აცხადებენ ქალაქის პოლიციაში.
მომხდარს აშშ-ის საელჩო გამოეხმაურა და ომანში მცხოვრები საკუთარი მოქალაქეები გააფრთხილა, რომ შემთხვევის ადგილს მოერიდონ.
„აშშ-ის მოქალაქეები უნდა იყვნენ ფხიზლად, თვალ-ყური ადევნონ ადგილობრივ ამბებს და გაითვალისწინონ ადგილობრივი ხელისუფლების მითითებები“, - წერს აშშ-ის საელჩო X-ზე.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press