ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას, მაგრამ როგორც დავინახეთ, საქართველოს მთავრობამ სხვაგან გადაუხვია, სხვა გზა აირჩია,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.
როგორ მილერმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, საქართველოს მთავრობის ქმედებებმა შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა "ძირეულად შეცვალა".
"ვნახეთ, რომ საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა კანონები, რომლებსაც საქართველო დემოკრატიული ტრაექტორიიდან გადაჰყავს. ისაუბრეთ მათ მიერ მიღებულ კანონებზე, თუ რა გავლენას მოახდენს ის სამოქალაქო საზოგადოებაზე და როგორ შეიძლება, ამან მთავრობას ზეწოლის საშუალება მისცეს კანონიერ დემოკრატიულ უფლებებზე. ასე რომ, სწორედ საქართველოს მთავრობის ქმედებებმა შეცვალა ძირეულად თავისი ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან, მაგრამ არა მხოლოდ შეერთებულ შტატებთან, ევროპის სხვა ქვეყნებთანაც“,- თქვა მეთიუ მილერმა.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press