დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ამერიკის შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტსა და პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპს შეხვდა.
შეხვედრის ამსახველი ფოტომასალა ჯონსონმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და დაწერა, რომ საუბრის მთავარი თემა უკრაინის საკითხი იყო.
"სასიამოვნო იყო პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრა, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია მისი სიცოცხლის ხელყოფის სამარცხვინო მცდელობის შემდეგ. ჩვენ განვიხილეთ უკრაინის საკითხი და ეჭვი არ მეპარება, რომ ის ძლიერი და მტკიცე იქნება ამ ქვეყნის მხარდაჭერასა და დემოკრატიის დაცვაში",- წერს ჯონსონი "ფეისბუქის" გვერდზე.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press