ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, დააკავეს მანიაკური მკვლელობის კულტის (MKY) ლიდერი, საქართველოს მოქალაქე მიხეილ ჩხიკვიშვილი, რომელიც ებრაელი ბავშვების მკვლელობას გეგმავდა.
როგორც დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ჩხიკვიშვილის დაკავება მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში მიმდინარე წლის 6 ივლისს მოხდა, ბრალი კი, ნიუ-იორკის აღმოსავლეთის ფედერალურმა სასამართლომ 4 მუხლით წაუყენა.
მათივე ინფორმაციით, 2022 წლის ივნისში ჩხიკვიშვილი ნიუ-იორკში, ბრუკლინში გაემგზავრა და იქ ყოფნისას ბებიასთან დარჩა. მან სასაზღვრო ორგანოებს მიაწოდა ბებიის მისამართი ბრუკლინში, როგორც მისი მისამართი შეერთებულ შტატებში.
უწყების ცნობით, სულ მცირე, 2022 წლის ივლისიდან დაწყებული, ჩხიკვიშვილი არაერთხელ მოუწოდებდა სხვებს, ძირითადად, დაშიფრული მობილური შეტყობინებების პლატფორმების საშუალებით, ჩაედენიათ ძალადობრივი სიძულვილის დანაშაულები და ძალადობის სხვა აქტები MKY-ის სახელით - ეს მოიცავდა მასობრივი ძალადობის აქტების მოთხოვნას ნიუ-იორკში ინდივიდისგან, რომელიც აცხადებდა, რომ MKY-ის პერსპექტიული რეკრუტი იყო, მაგრამ ჩხიკვიშვილმა არ იცოდა, რომ ის სინამდვილეში FBI-ის თანამშრომელს წარმოადგენდა.
დაახლოებით, 2023 წლის ნოემბრიდან ჩხიკვიშვილი სთხოვდა აღნიშნულ პირს, განეხორციელებინა ძალადობრივი დანაშაულები, როგორიცაა აფეთქებები და ცეცხლის გაჩენა, რასობრივი უმცირესობების, ებრაელი ინდივიდების და სხვათა ზიანის მიყენების მიზნით.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, 2023 წლის ნოემბერში ჩხიკვიშვილმა დაიწყო მასობრივი თავდასხმის დაგეგმვა ნიუ-იორკში, ახალი წლის ღამეს.
"სქემა მოიცავდა შემდეგს: ინდივიდი სანტა-კლაუსის ფორმას იცვამდა და რასობრივ უმცირესობებს საწამლავით გაჟღენთილ კანფეტებს ურიგებდა. სქემა ასევე მოიცავდა ბრუკლინის ებრაული სკოლების ბავშვებისთვის შხამიანი ტკბილეულის მიწოდებას", - ნათქვამია განცხადებაში.
იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, ჩხიკვიშვილს განზრახული ჰქონდა, რომ დაგეგმილი თავდასხმა იქნებოდა იმაზე დიდი, ვიდრე ანდრეს ბრეივიკის მიერ 2011 წელს ნორვეგიაში მოწყობილი, რამაც 77 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press