ევროპარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია დაამტკიცა, რომელიც უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის „სამშვიდობო მისიას“ გმობს. აღნიშნული ინფორმაცია ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვვერდზე გამოქვეყნდა.
რეზოლუციას 679 ევროპარლამენტარიდან 495-მა დაუჭირა მხარი, 137-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 47-მა თავი შეიკავა.
„რეზოლუცია, რომელიც ასახავს ახლად არჩეული ევროპარლამენტის პირველ ოფიციალურ პოზიციას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროპარლამენტარების მხარდაჭერას უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მოუწოდებს ევროკავშირს, შეინარჩუნოს და გააფართოოს სანქციების პოლიტიკა რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ, დააკვირდეს და გადახედოს მის ეფექტურობას, ზემოქმედებას და სისტემატურად მოაგვაროს სანქციებისთვის გვერდის ავლა ევროკავშირში დაფუძნებული კომპანიების, მესამე მხარის და მესამე ქვეყნების მიერ“, - ნათქვამია რეზოლუციაში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press