ივანიშვილის "ოცნება", რომელსაც პოზიტიური დღის წესრიგის შექმნა აღარ შეუძლია, წარმოსახვით მტერს დასდევს გლობალური ომის პარტიის სახით და საკუთარ მოქალაქეებს ომით აშინებს, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
როგორც გახარია აღნიშნავს, მმართველი პარტია "პარალელურად აგრძელებს მოქალაქეების მოტყუებას, რომ თითქოს ევროკავშირი ივანიშვილის პირობებით მიგვიღებს".
"ივანიშვილის ოცნება, რომელსაც პოზიტიური დღის წესრიგის შექმნა აღარ შეუძლია, წარმოსახვით მტერს დასდევს გლობალური ომის პარტიის სახით და საკუთარ მოქალაქეებს ომით აშინებს. პარალელურად აგრძელებს მოქალაქეების მოტყუებას, რომ თითქოს ევროკავშირი ივანიშვილის პირობებით მიგვიღებს. გლობალური ომის პარტიის ძიებაში კი საქართველოს ევროინტეგრცია შეჩერებულია და აშშ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვის პროცესშია. ოქტომბრის არჩევნები ქვეყნის ნორმალური განვითარების გზაზე დაბრუნების ერთადერთი გამოსავალია!", - წერს გახარია.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press