Foto

თინა ბოკუჩავა - ოქტომბრის არჩევნებში ივანიშვილის ხელისუფლება პროდასავლური კოალიციური დემოკრატიული ხელისუფლებით ჩანაცვლდება

ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ურთიერთობები არა მხოლოდ წინანდელ ნიშნულს უნდა დაუბრუნდეს, არამედ კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს,- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნებში "ივანიშვილის ხელისუფლება პროამერიკული, პროდასავლური კოალიციური დემოკრატიული ხელისუფლებით ჩანაცვლდება".

“ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაცია მილუოკში, "რესპუბლიკური პარტიის" ეროვნულ ყრილობაზე ვიმყოფებით, სადაც დონალდ ტრამპი ოფიციალურად, "რესპუბლიკური პარტიის" საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელდება.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, სადაც საქართველოდან პარტიული წარმომადგენლობით ვიმყოფებით მხოლოდ ჩვენ.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-საქართველოს ურთიერთობები არა მხოლოდ წინანდელ ნიშნულს დაუბრუნდეს, არამედ კიდევ უფრო გაღრმავდეს ჩვენი ურთიერთობები“,- განაცხადა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაცია ვიზიტით აშშ-ში იმყოფება, სადაც პარტიის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, დელეგაციის წევრებთან, კონგრესმენებთან, სენატორებთან და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან მაღალი დონის შეხვედრებს მართავს.