Foto

ბაზისბანკის და სოლომისიას მორიგი გარემოსდაცვითი აქტივობა წეროვანის დასახლებაში

ბაზისბანკი და საქველმოქმედო ორგანიზაცია, “სოლომისია“ გარემოს დასაცავად ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გაერთიანდნენ. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით და სოლომისიის ორგანიზებით, მორიგი ერთობლივი საქველმოქმედო აქტივობა გაიმართა.

წეროვანის დევნილთა დასახლებაში მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად, ადგილობრივების ჩართულობით, დასუფთავდა ტერიტორია, დაირგო ხეები, განხორციელდა წყალდიდობისგან დარჩენილი ნაგვის გატანა, მოწესრიგდა სკვერები და გზები. ღონისძიების დასასრულს ორგანიზატორებისგან დარიგდა სამახსოვრო საჩუქრები.

“CSR მენეჯმენტში გამორჩეულად პასუხისმგებლიანი და მეგობარი კომპანია ბაზისბანკი, ჩვენი უცვლელი პარტნიორი და მხარდამჭერია. ბაზისბანკის დახმარებით შევიძინეთ მასალები, რისთვისაც მადლობას ვუხდით ეკომეგობრულ აქციაში მონაწილეობისთვის და სარეაბილიტაციო პროექტი - ეკოაქცია, მომდევნო თვეებშიც აქტიურად გაგრძელდება“,- განაცხადა სოლომისიის კოორდინატორმა, ნათია ნინიძემ.

 “ბაზისბანკი აქტიურად თანამშრომლობს სოლომისიასთან, რომელიც საქართველოში  სხვადასხვა მიმართულებით უამრავ CSR პროექტს ახორციელებს. ჩვენთვის, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბანკისთვის, მნიშვნელოვანია საზოგადოების საკეთილდღეო მსგავსი ტიპის საქველმოქმედო პროექტებში ჩართულობა.

გვჯერა, რომ ერთმანეთზე ზრუნვა აუცილებლად უკეთესობისკენ შეცვლის ჩვენს მომავალს. ბაზისბანკისგან, სოლომისიასთან თანამშრომლობით, მსგავსი ტიპის CSR აქტივობები მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება და მეტად მასშტაბური სახე მიეცემა. ერთად კიდევ ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ“,- განაცხადა ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა, თამარ ხადურმა.

სოლომისია არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში ახორციელებს CSR პროექტებს, ემსახურება ბავშვთა უფლებების დაცვას, სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვებისთვის მედიაწიგნიერების განვითარებას, სოციალური კამპანიების მართვას, ცნობიერების ამაღლებას და სოციალური სფეროს მხარდაჭერას.