Foto

ვაშაძე - მთელ საქართველოს მოვივლით, გველოდეთ ყველგან აბსოლუტურად, შემოგვეხმიანეთ!

100 დღე დარჩა არჩევნებამდე, 26 ოქტომბრამდე, რომელიც არის საქართველოსთვის გადამწყვეტი დღე,- ამის შესახებ “ერთიანობის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, "100 დღეში ერთიანობამ დაპირისპირებაზე, ხოლო ევროკავშირისკენ სვლამ ჭაობზე უნდა გაიმარჯვოს".

“სწორედ ამიტომ ჩამოვაყალიბეთ ერთიანობის ეს მნიშვნელოვანი მოძრაობა და დღეიდან მთელ საქართველოს მოვივლით, ყველა სოფელს, ყველა ქალაქს, ყველა დასახლებულ პუნქტს, შევეცდებით, რომ ყველა ოჯახში შევიდეთ, ავუხსნათ რატომ გვჭირდება ერთიანობა, იმისთვის, რომ ერთიანობა არის საქართველოს განვითარებისთვის, საქართველოს ევროკავშირში ინტერგრაციისთვის, სამუშაო ადგილების შექმნისთვის.

ერთიანობაა საჭირო, რომ ერთხელ და სამუდამოდ წინ წავიდეთ. დაპირისპირების, 12-მა  წელმა ელიტა გაამდიდრა, ხალხი გააღარიბა და  უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო ქვეყანა.

ხალხო, წარმოიდგინეთ, ჩვენ ვართ რეალობაში, როდესაც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი არის შეჩერებული, ამაზე მძიმე რეალობა შეუძლებელია დამდგარიყო, ამიტომ, ერთიანობით წინ გამარჯვებისკენ. მთელ საქართველოს მოვივლით, გველოდეთ ყველგან აბსოლუტურად, შემოგვეხმიანეთ“,- განაცხადა “ერთიანობის“ ლიდერმა.