უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით დიდ ბრიტანეთში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მედიის ცნობით, უკრაინის ლიდერის თვითმფრინავი სამეფო საჰაერო ძალების ერთ-ერთ ბაზაზე დაეშვა.
“მე ჩავედი დიდ ბრიტანეთში, სამიტში [ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტი] მონაწილეობის მისაღებად, პარტნიორებთან ორმხრივ შეხვედრებისა და უსაფრთხოების ახალი შეთანხმებების ხელმოწერისთვის“,- წერს უკრაინის პრეზიდენტი Telegram-ზე.
ზელენსკის თქმით, ვიზიტის ფარგლებში, მეფე ჩარლზ III-სა და პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს შეხვდება.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press